29 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერაქტს - გიორგი გახარია

ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას საქართველოს პრემიერ-მინისტრი twitter-ზე ეხმაურება. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერორისტულ აქტს და სოლიდარულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში:

"საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერაქტს. ჩვენ თანაგრძნობას ვუცხადებთ ამ საზარელი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ ავსტრიელებისა და მთელი მსოფლიოსადმი სოლიდარულები ვართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში,"- წერს გიორგი გახარია.

დღის ამბები