29 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
ნამდვილად იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პარტიის წარმომადგენლის სახელი და პარტიული ნომერი მოხეული იყო ბიულეტენიდან - თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნების დღეს, ნამდვილად დაფიქსირდა ისეთი ფაქტები, როდესაც კონკრეტული პარტიის წარმომადგენლის სახელი და პარტიული ნომერი მოხეული იყო ბიულეტენზე, თუმცა, მისივე განმარტებით, მსგავს ფაქტებზე ცესკომ სწრაფი რეაგირება მოახდინა. 

"ნამდვილად იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პარტიის წარმომადგენლის სახელი და პარტიული ნომერი მოხეული იყო ბიულეტენიდან. რამდენიმე ოლქში დაფიქსირდა მოხევის არასწორი ქცევა. ამომრჩეველს შეეძლო გამოეცვალა ეს ბიულეტენი, ჩვენ რეგისტრატორები გამოვცვალეთ, ვინც ასეთი შეცდომა დაუშვა, მოხევისას არ დააკვირდა და პირველი ან მეორე ნომერი არასწორად გადასცა ბიულეტენს. ამიტომ, პირველი რეაქცია რაც ჩვენ გვქონდა, ეს ბიულეტენი უნდა გაუქმდეს, ამომრჩეველს სხვა ბიულეტენი გადაეცეს და გამოიცვალოს რეგისტრატორი. ანუ, გადაცემამდე უნდა იყოს ეს გაუქმებული. დილითვე დაფიქსირდა ეს ფაქტი და ჩვენ მაქსიმალური მითითება და რეაგირება გვქონდა ამაზე,"- განცხადა თამარ ჟვანიამ. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები