29 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელი" საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მზად არის

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ის და მისი პარტია მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,  "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.  

"მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის გარდა, სხვა რესურსი მოლაპარაკებისთვის არ არსებობს, გარდა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისა. ამ საკითხზე ოპოზიციაში საერთო ჯამში ჩამოვყალიბდებით, პრინციპში, სხვა გამოსავალი არც არის. 

გარკვეული მოდელია შესაქმნელი, რომელიც ჩიხიდან გამოიყვანს ამ ქვეყანას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

 

დღის ამბები