29 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ძალადობა - გიორგი რურუას ადვოკატი

ციხეში გიორგი რურუას ცემის ფაქტზე ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი განცხადებას აკეთებს. ადვოკატი ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ფაქტი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, რომლის შესრულებაც რამდნიმე პატიმარს დაევალა.

საძაგლიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, გიორგი რურუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ძალადობა და თავდასხმა. ამაზე მიუთითებს ორი გარემოება : პირველი - ეს არ ყოფილა რაიმე კონფლიქტის ნიადაგზე წარმოშობილი თავდასხმა, არც არანაირი სიტყვიერი შელაპარაკება არ უძღოდა წინ ამ ინციდენტს, მეორე არის თავდასხმის დრო - არჩევნებიდან 1 დღეში, პოლიტიკურ პატიმარ გიორგი რურუაზე თავდასხმა ცალსახა ნიშანია, რომ ეს იყო შეკვეთილი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის მიერ. მას წარმოდგენა არ აქვს ვინ არიან ეს პირები, არც იცნობს და არც არანაირი გადაკვეთა არ ჰქონიათ,"-განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები