29 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას COVID-19 დაუდასტურდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.

დღის ამბები