თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობიდან მაშველებმა სამი წლის გოგონა გამოიყვანეს, CNN-ის ინფორმაციით, ელიფ ფერინჯეკმა ნანგრევებში 65 საათზე მეტი გაატარა.
მანამდე კი მაშველებმა კიდევ ერთი ბავშვი გადაარჩინეს - 14 წლის იდილ სირინი ნანგრევებში შველას თითქმის 60 საათის განმავლობაში ელოდებოდა.
7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში პარასკევს მოხდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა ათასს უახლოვდება.