კემბრიჯის ჰერცოგი კორონავირუსით აპრილში დაავადდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. პრინცმა COVID-19 მამასთან, ჩარლზთან ერთად გადაიტანა.
კენსინგტონის სასახლე ოფიციალურ კომენტარზე უარს ამბობს.
38 წლის პრინცმა უილიამმა, რომელიც სამეფო გვირგვინის რიგში მეორეა, ტესტის დადებითი პასუხი აპრილში საზოგადოებისთვის არ გაასაჯაროვა. მას სასახლის ექიმები მკურნალობდნენ.