29 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზით 7 ადამიანი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, აჭარაში - 6 ადამიანი, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფექციას 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში 342 პაციენტი ემსხვერპლა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 852 შემთხვევა გამოვლინდა.

 

დღის ამბები