29 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს არჩევნებთან დაკავშირებული განცხადების გამო მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 4 ევროპარლამენტარის განცხადებას ეხმაურება. გიორგი გახარია "ტვიტერზე" ევროპელ კანონმდებლებს მადლობას უხდის.

"ხალხის ხმა გაისმა საარჩევნო ყუთთან და გამარჯვებული პარტია თავის სახალხო მანდატს უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდება," - წერს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი.

განცხადება გაავრცელა 4-მა ევროპარლამენტარმა. დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი აცხადებენ, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევებისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის ბუნდოვანების მიუხედავად, არჩევნები კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა და თავისუფლებებს პატივს სცემდნენ.

ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ მედიის პოლარიზებისა და კამპანიის დაფინანსების საკითხებზე.

ისინი მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ყველა შესაძლო საჩივარი და პრეტენზია, რომელიც დეტალებით იქნება გამყარებული, სამართლიანად, გამჭვირვალედ და ზედმიწევნით უნდა იყოს განხილული.

დღის ამბები