29 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში - საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები.

"ამომრჩეველზე ზეწოლის ბრალდებების მიუხედავად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში," - ნათქვამია ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში. ვენდი მორტონი მხარეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ მოუწოდებს.

პანდემიის მიუხედავად საქართველოს არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ურმას პაეტი. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ გარკვეული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს.

განცხადებას ავრცელებს 4 ევროპარლამენტარი. დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი აცხადებენ, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევებისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის ბუნდოვანების მიუხედავად, არჩევნები კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა და თავისუფლებებს პატივს სცემდნენ.

ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ მედიის პოლარიზებისა და კამპანიის დაფინანსების საკითხებზე. ისინი მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ყველა შესაძლო საჩივარი და პრეტენზია, რომელიც დეტალებით იქნება გამყარებული, სამართლიანად, გამჭვირვალედ და ზედმიწევნით უნდა იყოს განხილული.

"ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას საარჩევნო პერიოდის დასრულებამდე, არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები