19 მარტი 2025,   02:17
ვრცლად
"ხალხი ვერ დააპატიმრეს, დააპატიმრეს ფონდი, იმიტომ, რომ ვერ აჩერებენ ხალხის გულწრფელ პროტესტს" - პაატა მანჯგალაძე

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიება გრძელდება. 5 დაყადაღებული ფონდი და ბოლო 4 თვეში დახარჯული 2 მილიონ ლარზე მეტი - პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიცია და ფონდების ნაწილი მათ წინააღმდეგ დევნაზე საუბრობს.

"სტრატეგის აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პლატფორის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" წევრის პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება ფონდების დაყადაღების შესახებ, პროტესტის წინააღმდეგ არის მიმართული. 

"ხალხი ვერ დააპატიმრეს, დააპატიმრეს ფონდი, იმიტომ, რომ ვერ აჩერებენ ხალხის გულწრფელ პროტესტს. ჩვენი კანონმდებლობით არსად არ წერია, რომ დამრღვევისთვის ჯარიმა უნდა გადაიხადოს მაინც და მაინც იმ ადამიანმა. უმეტესობა სტუდენტია და ბუნებრივია, სტუდენტი ვერც გადაიხდის 5 000 ლარს, უნდა გადაიხადოს დედამ, მამამ, ახლობელმა. იგივე ფუნქცია ჰქონდა ამ ფონდსაც", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დაყადაღებული 5 ფონდიდან ერთ-ერთის, ფონდ "ადამიანის უფლებათა სახლის" კოორდინატორი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს ფონდი ადმინისტრაციული ჯარიმების მიმართულებით ეხმარებოდა და ასობით ადამიანის ჯარიმა გადაიხადეს.

"ჯერჯერობით, სხვა დამატებით ინფორმაცია ჩვენც არ გვაქვს. რაც დავწერეთ ჩვენს სოციალურ გვერდზე ეს ვიცით, რომ ანგარიშები გაყინულია. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რაც პროკურატურამაც გამოაქვეყნა. განჩინება ჯერ არ ჩაგვბარებია. ჩვენი ფონდი ადმინისტრაციული ჯარიმების მიმართულებით ეხმარებოდა მანიფესტანტებს. ასობით ადამიანია უკვე, ვისაც დავეხმარეთ და ჩვენს სოციალურ გვერდზეც გვიდეს განცხადებაში ყოველთვიური ანგარიში, რამდენ ადამიანს დავეხმარეთ. სრულიად გაუგებარია ეს განცხადება, სოლიდარობის გამოცხადება დანაშაული არ არის", - აცხადებს კოორდინატორი.

ცნობისთვის, გამოძიების ფარგლებში დეტალურად შეისწავლეს იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციები. გამოძიების ინფორმაციით, ტრანზაქციების დროს დანიშნულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ფონდები ახალისებდნენ კანონდარღვევებს, ყიდულობდნენ სხვადასხვა აღჭურვილობას საპროტესტო აქციებისთვის და დემონსტრანტებისთვის.

 

დღის ამბები