18 მარტი 2025,   20:15
ვრცლად
"ერთად აორგანიზებდით ოთხ რევოლუციას, ერთად იმართებით ქვეყნის გარედან. იმიტომ ერიდებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რომ იცით, სრულიად ლუსტრირებულები ხართ" - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციას

პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა. "ქართული ოცნების" წევრებმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, ასევე მსოფლიოში შექმნილ ვითარებასა და შეცვლილ პოლიტიკურ რეალობაზე.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ოპოზიციის მთავარი მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებაა და ისინი ერთობლივად, გარე ძალების დაკვეთით მოქმედებენ. კიდევ ერთი თემა პარტნიორებთან ურთიერთობები იყო.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თავს იმიტომ არიდებს, რომ სრულად ლუსტრირებულები არიან.

"მე მინდა ფაქტები ჩამოვუთვალო ამ ოთხივე რადიკალურ პარტიას და ვამხილო, თუ რატომ არიან ისინი "ერთიანი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა". თქვენ ერთად სხედხართ და თათბირობთ ერთი მაგიდის გარშემო, ერთად მოითხოვდით სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, ერთად მოგვიწოდებდით მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნისკენ, მთავრობის ოფიციალური თანხმობით. ერთად იტყუებოდით, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების არიდებისთვის შავი ხვრელია, ერთად გვიშლიდით ხელს კანდიდატის სტატუსის აღებაში, ერთად მოატყუეთ საზოგადოების ნაწილი, რომ ქართული კანონი არის რუსული, ერთად ვერ დებთ გაყალბების მტკიცებულებებს, ერთად გააგზავნეთ "დანოსი" ბრიუსელში და ოთხივემ ერთად მოაწერეთ ქვეყნის ღალატს ხელი, ერთად ითხოვთ საქართველოს დასანქცირებას და დასჯას, ერთად აორგანიზებდით ოთხ რევოლუციას, ერთად იმართებით ქვეყნის გარედან. აი სწორედ ამიტომ ერიდებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა, რადგან იცით, რომ სრულიად ლუსტრირებულები ხართ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები