18 მარტი 2025,   19:03
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიპლომატმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატება უსურვა.

განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობა,საუბარი შეეხო პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და უვიზო რეჟიმი ხელს უწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის მნიშვნელობას და საქართველოს სატრანზიტო როლს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი შუა დერეფნის განვითარებას, უსაფრთხოებასა და ეფექტიანად ფუნქციონირებას.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში და საერთაშორისო დონეზე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაესვა სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას.

დღის ამბები