18 მარტი 2025,   20:23
ვრცლად
გიორგი ვოლსკი ჩეხეთის პარლამენტის რეზოლუციაზე: ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი დაპირისპირებული განცხადება გააკეთა და საელჩო ამბობს, რომ ეს მას არ ეხება და პარლამენტს არ აკონტროლებს თუ არ ექვემდებარება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს და საქართველოში არჩევნების ჩატარებას ითხოვს. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი დაპირისპირებული განცხადება გააკეთა, ხოლო ჩეხეთის საელჩო ამბობს, რომ ეს მათ არ ეხებათ.

"აქ ევროპარლამენტის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა უფროა ვიდრე სინამდვილის აღწერა. რეალობაში ხომ სულ სხვა რამე ხდება - ფაქტია, რომ დაპირისპირება მიმდინარეობს, ფართო ფრონტია გაშლილი გლობალური ომის პარტიას, "დიფ სთეითსა" და ახალ დღის წესრიგს შორის, რომელსაც წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ამ ბრძოლაში ერთ-ერთ სეგმენტზე საქართველოს მიმართულებით კიდევ ერთი ბოროტი, საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი დაპირისპირებული განცხადება გააკეთა ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა და საელჩო კიდე ამისკენ არ იხედება, ამბობს, რომ ეს მას არ ეხება და პარლამენტს იგი არ აკონტროლებს თუ არ ექვემდებარება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციაზე ჩეხეთის საელჩო პასუხისმგებლობას იცილებს. კითხვის საპასუხოდ, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა, საელჩომ ქვეყნის მმართველობის მოდელი განმარტა.

დღის ამბები