18 მარტი 2025,   20:28
ვრცლად
დავით ჩიხელიძე მაკა ბოჭორიშვილის და ტულსი გაბარდის შეხვედრაზე: საუბარი საქართველოს იზოლაციის შესახებ გადაჭარბებულია, მიუხედავად მტრების მცდელობისა, საქართველო წინსვლას და განვითარებას განაგრძობს

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის გაცნობითი ხასიათის გასაუბრებას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, რაიზინა დიალოგის ფარგლებში, მსოფლიოს წინაშე არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე მსჯელობისთვის არაერთი მაღალი დონის პოლიტიკოსი იმყოფება ინდოეთში, მათ შორისაა მაკა ბოჭორიშვილიც. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მტრების მცდელობის მიუხედავად, საქართველო წინსვლას განაგრძობს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში Raisina Dialogue-ში მიიღებს მონაწილეობას, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ღონისძიებაში არაერთი მაღალი დონის პოლიტიკოსი მონაწილეობს, მათ შორის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი, ტულსი გაბარდი, რომელმაც მაკა ბოჭორიშვილთან ერთგვარი გაცნობითი ხასიათს გასაუბრება გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, ის ასევე გამართვას ორმხრივ შეხვედრებს მათ შორის, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და კონფერენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან.

საუბარი საქართველოს იზოლაციის შესახებ გადაჭარბებულია, ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის. მიუხედავად მტრების მცდელობისა, საქართველო წინსვლას და განვითარებას განაგრძობს!" - წერს ჩიხელიძე.

დღის ამბები