18 მარტი 2025,   20:30
ვრცლად
"ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტის უსაფუძვლო, საბჭოთა რეზოლუციას თვით ჩეხეთის საელჩოც კი გაემიჯნა" - ცოტნე ანანიძე

ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხება, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტის უსაფუძვლო, საბჭოთა რეზოლუციას, რომელიც პოლიტიკური მცდელობაა ყოველგვარი ფაქტების გარეშე გაუქმდეს არჩევნებით გამოხატული საქართველოს მოქალაქეების ნება, თვით ჩეხეთის საელჩოც კი გაემიჯნა", - წერს ცოტნე ანანიძე.

ცნობისათვის, საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ჩეხეთის საელჩომ განმარტა, რომ საელჩო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და არ არის უფლებამოსილი კომენტარი გააკეთოს ჩეხეთის პარლამენტის საქმიანობაზე.

დღის ამბები