
"ოცნების" პრიორიტეტი და სურვილი არ არის რეალური ქმედით ნაბიჯები გადადგას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ტატა ხვედელიანმა ანტინარკოტიკულ რეფორმაზე საუბრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ნარკომანიისა და ნარკო გასაღების მიმართულებით საქართველოში კანონი ისედაც მკაცრი იყო, თუმცა მისი აღსრულება არ ხდებოდა.
"კანონი ნარკომანიისა და ნარკო გასაღების მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში ისედაც მკაცრი იყო, ისედაც ქმედითი იყო, თუმცა არ ხდებოდა მისი აღსრულება.
ამ პრობლემამ თითქმის ყველა ოჯახში შეაღწია, როგორც თბილისში, ასევე სავალალო მდგომარეობაა რეგიონებშიც. "ოცნების" პრიორიტეტი და სურვილი არ არის რეალური ქმედით ნაბიჯები გადადგას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.