18 მარტი 2025,   20:30
ვრცლად
"ნარკოტიკის გასაღების გარკვეული ფორმები იმდენად დახვეწილია, რომ ამას მკაცრი კანონის გარდა წინ ვერაფერი აღუდგება" - გია ვოლსკი ანტინარკოტიკულ რეფორმაზე

"ნარკოპოლიტიკა მთელს მსოფლიოში მკაცრდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე საუბრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფორმები იმდენად დახვეწილია, რომ ამას მკაცრი კანონის გარდა წინ ვერაფერი აღუდგება.

"ნარკოპოლიტიკა მთელს მსოფლიოში მკაცრდება. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც სერიოზულად არ არის შეწუხებული და სერიოზული გამოწვევები არ დგას იმის გამო, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა დანაშაულებმა არ მიიღო ინტენსიური ხასიათი. უკვე, ახალი ტექნოლოგიებია ჩართული, მათ შორის საქართველოში, რომელიც შემოტანისა და გასაღების სისტემას ქმნის. გასაღების გარკვეული ფორმები იმდენად დახვეწილია, რომ ამას მკაცრი კანონის გარდა წინ ვერაფერი აღუდგება, მაგრამ აქ მხოლოდ სიმკაცრეზე ლაპარაკი არ არის, პარალელურ პროცესებზეა ლაპარაკი, რომელიც უკავშირდება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ანტინარკოტიკულ პროპაგანდას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები