19 მარტი 2025,   02:44
ვრცლად
5 დაყადაღებული ფონდი და ბოლო 4 თვეში დახარჯული 2 მილიონ ლარზე მეტი - პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება პოლიტიკური შეფასებების თემაა

5 დაყადაღებული ფონდი და ბოლო 4 თვეში დახარჯული 2 მილიონ ლარზე მეტი - პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება პოლიტიკური შეფასებების თემაა.

ოპოზიცია და ფონდების ნაწილი მათ წინააღმდეგ დევნაზე საუბრობს. "ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, ჩაახშოს პროტესტი და ფონდების დაყადაღება სწორედ ამას ემსახურება.

"ხელისუფლებას, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ მოახრჩოს პროტესტი, ამისთვის მოიფიქრეს ეს, რომ ფონდები, რომლებიც მნიშვნელოვან დანიშნულებას ასრულებდნენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, იმიტომ, რომ საქართველოში ადამიანებს არ აქვთ თავიანთი ხელფასის და პენსიის 20-30-მაგი ოდენობის ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა, ისინი ამ პრობლემების მოგვარებაში მათ ეხმარებოდნენ. დააყადაღეს ფონდები, რომ ამ მიმართულებით ამდაგვარი პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მცირე იყოს," - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

გამოძიების ფარგლებში დეტალურად შეისწავლეს იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციები. გამოძიების ინფორმაციით, ტრანზაქციების დროს, დანიშნულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ფონდები ახალისებდნენ კანონდარღვევებს, ყიდულობდნენ სხვადასხვა აღჭურვილობას საპროტესტო აქციებისთვის და დემონსტრანტებისთვის.

 

დღის ამბები