18 მარტი 2025,   20:33
ვრცლად
2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.5%-ით,173 ლარით გაიზარდა და 2 217 ლარი შეადგინა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.5%-ით, 173 ლარით გაიზარდა და 2 217 ლარი შეადგინა.

შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია, 4 ათასი ლარი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 3 373 ლარი, მშენებლობა 3 361, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 3 259 ლარი.

დღის ამბები