18 მარტი 2025,   20:33
ვრცლად
საქართველოში 2024 წელს დასაქმებულთა შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და 1.7%-ს გაუთანაბრდა - შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ "სამუშაო სიღარიბის" ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას.

ILO-ს შეფასებით, საქართველოში 2024 წელს დასაქმებულთა შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და 1.7%-ს გაუთანაბრდა.

გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში 2 წელში სამუშაო სიღარიბე ორჯერ შემცირდა, ბოლო 12 წელში კი თითქმის 5-ჯერ. მონაცემების მიხედვით, სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2024 წლებში.

დღის ამბები