18 მარტი 2025,   20:55
ვრცლად
აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო რეგიონებში ისევ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს - ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ერევანი

სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, ბოლო ორი დღის განმავლობაში, აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო რეგიონებში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ბრალდებებს ერევანში უარყოფენ.

ბოლო კვირაში პირველი ბრალდება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 16 მარტს გაავრცელა. ბრალოდებები გაჟღერდა გუშინ ღამითაც. ამჯერად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სომეხი სამხედროები ცეცხლს ვარდენისის, სისიანისა და ჭამბარიკის რაიონებიდან ხსნიდნენ. ოფიციალური სომხეთი კვლავ ამტკიცებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.

დღის ამბები