18 მარტი 2025,   21:08
ვრცლად
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგებს "რადიო თავისუფლების" მხარდაჭერას და მის შესყიდვას სთავაზობს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი, ევროპელ კოლეგებს სთავაზობს განიხილონ "რადიო თავისუფლების" მხარდაჭერის სხვადასხვა გზა, მათ შორის, მისი შესყიდვა.

"თუ ჩვენ "რადიო თავისუფლებაში" ღირებულებას ვხედავთ და, რა თქმა უნდა, ვხედავთ, მაშინ აქვს აზრი, განვიხილოთ მისი მომავლის უზრუნველყოფის გზები", - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, ავტომატურად აიღოს თავის თავზე "რადიო თავისუფლების" დაფინანსება, მაგრამ უნდა შეისწავლოს სიტუაცია და გაიგოს, რა გზით შეუძლია დაეხმაროს პროექტს.

დღის ამბები