19 მარტი 2025,   01:03
ვრცლად
ჯონ კენედის მკვლელობის საქმე, რომელსაც გრიფით საიდუმლო ედო, გასაჯაროვდება - განცხადება ტრამპმა კენედის ცენტრში გააკეთა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯონ კენედის მკვლელობის საქმე, რომელსაც გრიფით საიდუმლო ედო, ხვალ გასაჯაროვდება, განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვაშინგტონში კენედის ცენტრში გააკეთა. 

"ხალხი ამას ათწლეულების განმავლობაში ელოდებოდა. ძალიან საინტერესო იქნება. ბევრი გვერდია, 80 000, დაახლოებით 80 000", - აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღის ამბები