
გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი იგება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა 850 მეტრი გზა, როგორც ტრანსპორტის სავალი, ასევე ეზოებამდე მისასვლელი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 600 ათას ლარზე მეტია.