
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით ნარკოდანაშაულთან ბრძოლა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს გამოწვევაა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მომავალ თაობას ჰქონდეს ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალებების მავნე გავლენის შესახებ.
"ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში და გვინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში. მათ ყველანაირი კამპანიით, ყველანაირი პროპაგანდით, პროგრამებით და ა.შ. ვაცნობოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცუდია ნარკოტიკის მოხმარება, გრძელ ვადაში როგორ კლავს ეს ადამიანს და როგორ უნადგურებს მას ნებისმიერი ტიპის მომავალ განვითარებას", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.