
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, თეთრ სახლში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებს შორის დისკუსია მსოფლიოსა და NATO-ს წევრ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს შეეხო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრამპი ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინის სიტყვები იმედისმომცემია და ახლა აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
ტრამპის განცხადებით, მას სურს კრემლის ლიდერთან პირადი კომუნიკაციის დამყარება.