ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ განვიხილავთ ძალიან ბევრ კონკრეტულ საკითხს, მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეთანხმებებს, რასაც აქვს პირდაპირი გავლენა ჩვენს ქვეყნებზე, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ეს დისკუსია ახალ შესაძლებლობებსა და ფორმატს ქმნის და აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს.
"თბილისში ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოს და სომხეთის ურთიერთობებში და წვლილი შეიტანა სტაბილურობის უზრუნველყოფაში მთელს რეგიონში. ეს დოკუმენტი არა მარტო ასახავს იურიდიულად იმ მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელიც გაგვაჩნია ორ ქვეყანას, არამედ ფართო პრაქტიკულ შესაძლებლობებს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განსავითარებლად,“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.