კიდევ ერთი ევროპული ორგანიზაციის - ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) საქართველოს ეროვნული ოფისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსდება, რომელიც საქართველოში ფრანგული ენის სწავლების მეთოდების გაუმჯობესებასა და ფრანგული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
მემორანდუმს ხელი თსუ-ის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ლორ კასტენმა მოაწერეს.