საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
"ღრმად დამწუხრებული ვარ, ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო. ამ რთულ პერიოდში ჩვენი ფიქრები და ლოცვები მსხვერპლთა ოჯახებთანაა. საქართველოს სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ამერიკელ ხალხს", - წერს პრემიერ-მინისტრი.