ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლის გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:
"ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე. მისი დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომების მხოლოდ ერთი მაგალითია. მოვუწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ," – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.