31 იანვარი 2025,   01:38
ვრცლად
"მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია" - კახა კალაძე

"მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულად მიუღებელია," - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა შსს-ს ყველა თანამშრომელს, რომელიც ქვეყანაში წესრიგს იცავს.

"ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში. არავის მიეცემა იმის უფლება, მოაწყოს არეულობა, რომელიც იმართება გარედან; არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანაში მოაწყოს რევოლუციები, დაპირისპირებები და ა. შ.", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს.

მზია ამაღლობელის მხარდამჭერი განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:

"ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს მისი შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია", - ნათქვამია განცხადებაში.

 

დღის ამბები