საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ საფრანგეთი განიხილავს ჯარების განლაგების შესაძლებლობას გრენლანდიაში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ "დანიის ტერიტორიის ანექსიის შესახებ მუქარის საპასუხოდ".
"თუ დანია დახმარებას ითხოვს, საფრანგეთი იქნება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებმაც გამოხატეს დანიისთვის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრის დროს, რამდენიმე განიხილავს ასევე გრენლანდიაში ჯარების განთავსებას", - აცხადებს მინისტრი.
ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიოს უდიდესი კუნძულის ყიდვა სურს. "დანიამ გრენლანდია უნდა დათმოს, რადგან ის ჩვენ გვჭირდება თავისუფალი სამყაროს დასაცავად", - თქვა მან. გარდა ამისა, მას პანამის არხზე უფლების მოპოვება სურს, ხოლო კანადას აშშ-თან გაერთიანებას სთავაზობს.