31 იანვარი 2025,   01:48
ვრცლად
ბერლინში, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე ქართული სტენდი წარმოადგინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბერლინში, გამოფენაზე "მწვანე კვირეული" ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების ორგანული წვენები, ლიმონათი, თხილი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, თაფლი, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი. ქართულ სტენდის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული კერძებიც დაეგემოვნებინათ.

გამოფენაში მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელმაც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები და მიმართულებები გააცნო.

"მწვანე კვირეული" მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მებაღეობის სექტორებს. მიმდინარე წელს გამოფენაში 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1,400-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

დღის ამბები