31 იანვარი 2025,   01:59
ვრცლად
სერბეთში შესაძლოა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

სერბეთში შესაძლოა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა. ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 30 დღეში თუ ახალი მთავრობა ვერ შედგება, ქვეყანაში შეიძლება, რიგგარეშე არჩევნები საჭირო გახდეს.

მისივე თქმით, ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება და აცხადებს, რომ დემონსტრანტების მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.

სერბეთში ამ დრომდე გრძელდება აქციები. დემონსტრანტები მთავრობაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ, რასაც შედეგად რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედია მოჰყვა.

ისინი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ. შექმნილი ვითარების გამო, გუშინ პოსტი დატოვა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები