10 იანვარი 2025,   15:54
ვრცლად
27 წლის ცნობილი ამერიკელი ბლოგერი ჭამის დროს დაიხრჩო

27 წლის ცნობილი ამერიკელი ბლოგერი, კეროლ აკოსტა ჭამის დროს დაიხრჩო. გარდაცვალების ფაქტი მისმა დამ დაადასტურა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

მედიის დნობით, ახალგაზრდა ქალი ოჯახის წევრებთან ერთად ვახშმობდა, როდესაც მას საკვები გადასცდა და ჰაერის უკმარისობის გამო გული გაუჩერდა.

Instagram-ზე, აკოსტას 6,7 მილიონი გამომწერი ჰყავდა. ახალგაზრდა ქალი თავის ბლოგში ბოდიპოზიტიურობაზე და საკუთარ თავზე ჰყვებოდა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

დღის ამბები