ინდოეთში, გუჯარათის შტატში, ავიაკატასტროფის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. ჩამოვარდნილია სანაპირო დაცვის ვერტმფრენი. ინფორმაციას Times Of India ავრცელებს.
ვერტმფრენის ბორტზე სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 2 პილოტი იყო. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ინდოეთის სანაპირო დაცვის ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე დაწყებულია გამოძიება.