08 იანვარი 2025,   01:39
ვრცლად
"ნიკოლა სარკოზი, მუამარ კადაფისგან მიღებული ფულის გამო, სასამართლოს წინაშე წარდგება" - Politico

ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფისგან მიღებული ფულადი თანხის გამო, ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება. როგორც Politico წერს, სახელმწიფო ბრალდება საფრანგეთის ექსპრეზიდენტს ედავება იმას, რომ 2007 წელს, როცა თავის პირველ საპრეზიდენტო კამპანიას აწარმოებდა, კადაფი მას აფინანსებდა.

ლიბიის ყოფილი ლიდერის მიერ ნიკოლა სარკოზის დაფინანსების საქმის გამოძიება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. მაშინ ფრანგულმა ჟურნალისტურმა სააგენტომ Mediapart-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელიც სავარაუდოდ მეტყველებს იმაზე, რომ კადაფი სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიისთვის 50 მილიონი ევროს გამოყოფას დათანხმდა. კადაფის მიერ სარკოზის კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ჭორები დოკუმენტების გამოქვეყნებამდე, 2011 წელს გავრცელდა. 

ამ საქმეზე საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალდება ოფიციალურად 2023 წელს წაუყენეს. საბრალდებო დასკვნაში ეწერა, რომ "ნიკოლა სარკოზიმ და მუამარ კადაფიმ სარკოზის არჩევნების დაფინანსებისთვის კორუფციული პაქტი გააფორმეს". Politic-ს ცნობით, სარკოზი შინაპატიმრობაშია. 2021 წლის მარტში ის საფრანგეთის სასამართლომ კორუფციასა და მოსამართლის მოსყიდვის საქმეში დამნაშავედ ცნო და 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, ორი წელი პირობით სასჯელად გადაკვალიფიცირდა.

სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007 წლის 16 მაისიდან 2012 წლის 15 მაისამდე იკავებდა.

დღის ამბები