"დიდი ალბათობით, ევროპაში აქტორები შეიცვლებიან, მემარჯვენეები გადმოვლენ წინა პლანზე და ის ძალები, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეში უხეშად ერევიან, შესაძლოა, საერთო ჯამში გარეთ დარჩნენ", - ამის შესახებ ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში პოლიტიკური კრიზისია.
"ევროპაში სახეზე გვაქვს პოლიტიკური კრიზისი. როგორც ჩანს, ევროპა ფხიზლდება. თანდათან, მმართველმა კლასმა, რომელიც ევროპაში იყო გაბატონებული, მეორე პლანზე გადაინაცვლა. დიდი ალბათობით, ევროპაში აქტორები შეიცვლებიან, მემარჯვენეები გადმოვლენ წინა პლანზე და ის ძალები, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეში უხეშად ერევიან, შესაძლოა, საერთო ჯამში გარეთ დარჩნენ.
დღეს გვყავს ლეგიტიმური მთავრობა, გვყავს დამტკიცებული პარლამენტი, დამტკიცებული მთავრობის მეთაური, ამ შემთხვევაში, ბატონი ირაკლი კობახიძე, ასევე რეზიდენტი და ეს ყველაფერი იმის წინაპირობაა, რომ საქართველოს განაგრძოს სტაბილური წინსვლა და განვითარება. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, რაც ევროპული ქვეყნებისთვის საოცნებო ციფრია", - განაცხადა დავით ჩიხელიძემ.