08 იანვარი 2025,   01:03
ვრცლად
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8 იანვარს საქართველოში აღარ ჩამოვა. ამის შესახებ პია კაუმა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

"დისკუსიებისა და მკაფიო განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ უწინდებურად მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ მხარდაჭერა ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში", - წერს პია კაუმა.

პია კაუმას ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიტიკური დისკუსია და მოწოდებები. ოპოზიციურმა პარტიებმა წერილით მიმართეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს- ვიზიტის მიზანშეუწონლობაზე განცხადებები გააკეთეს ჯო უილსონმა, მიხაილ როთიმ და რასა იუკნევიჩიანემ.

დღის ამბები