08 იანვარი 2025,   01:11
ვრცლად
გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა

გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. "ორლანდო" "იუტას" დაუპირისპირდა და 105-92 დამარცხდა. წაგების მიუხედავად, ქართველ ცენტრს შედეგიანი მატჩი ჰქონდა. ბითაძემ მოედანზე 29 წუთი გაატარა და ამ დროში 9 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

"ორლანდო", 21 მოგებით და 16 მარცხით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს. ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 8 იანვარს "ნიუ იორკ ნიკსთან" ჩაატარებს.

დღის ამბები