08 იანვარი 2025,   00:44
ვრცლად
გერმანიაში, მილიონზე მეტმა მოქალაქემ პიროტექნიკის აკრძალვის პეტიციას ხელი მოაწერა

გერმანიაში, 1 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ პიროტექნიკის აკრძალვის პეტიციას ხელი მოაწერა. აღნიშნული ინიციატივით ქვეყნის პოლიციელთა პროფკავშირი გამოვიდა.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პიროტექნიკას სამართალდამცავების წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. პროფკავშირი მოუწოდებს მთავრობას, გაითვალისწინოს ბევრ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკა და კერძო პირების მიერ პიროტექნიკის გამოყენება აკრძალოს. საუბარია გაყიდვის აკრძალვაზე ყველა პირისთვის, რომლისთვისაც პიროტექნიკა პროფესიული კუთხით არ არის დაკავშირებული.

Deutsche Welle წერს, რომ წელს გერმანიაში პიროტექნიკის გამოყენებას ახალი წლის დღეებში 5 ადამიანი ემსხვერპლა. ბერლინში, არეულობის მოწყობის გამო, 330 პირი დააკავეს. 13-მა პოლიციელმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

დღის ამბები