08 იანვარი 2025,   00:52
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში, უამინდობის გამო, ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს

დიდ ბრიტანეთში, უამინდობის გამო, შეფერხებით მუშაობს ტრანსპორტი. ბირმინგემის, ლივერპულის, ბრისტოლის, ნიუკასლისა და ლიდსის აეროპორტებმა ასაფრენი ბილიკები ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო დახურეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

30-ზე მეტი ფრენა გაუქმებულია მანჩესტერში, გადადებულია 300-ზე მეტი რეისი. შეფერხებაა საქალაქთაშორისო და სარკინიგზო გადაადგილებაზეც.

დღის ამბები