08 იანვარი 2025,   00:43
ვრცლად
ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სამხრეთ კორეაში ჩავიდა. ბლინკენი უკვე შეხვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს. სახელმწიფო მდივანმა, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, სამხრეთ კორეას სტაბილურობა უსურვა. 

როგორც მან ჩოი სანგ-მოკისთან შეხვედრისას აღნიშნა, აშშ სრულ ნდობას უცხადებს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმძღვანელობას. ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ვაშინგტონის ურყევი ერთგულება სამხრეთ კორეის მიმართ".

შეხვედრის შემდეგ, ბლინკენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩო-ტაე-იულსაც ესაუბრა.

დღის ამბები