ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე ნიუ-იორკის სასამართლო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განაჩენს 10 იანვარს გამოაცხადებს. მოსამართლის თქმით, ტრამპს შეუძლია პირადად ან ვირტუალურად დაესწროს განაჩენის გამოტანას. ამასთან, მოსამართლემ უკვე ისიც აღნიშნა, რომ არ გამოაცხადებს ტრამპის პატიმრობას.
დონალდ ტრამპი ბიზნეს ჩანაწერების გაყალბების ბრალდებით, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ მაისში ცნეს. მას 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 000 დოლარს ედავებიან, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.
ტრამპი საერთოდ უარყოფს, რომ მას ინტიმური სახის ურთიერთობა ჰქონდა შტორმი დენიელსთან, ისევე როგორც დუმილის სანაცვლოდ წინასაარჩევნო ფონდიდან თანხების უკანონოდ გამოყენებას.