29 დეკემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ფინანსური სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს - ვინ როგორ აფასებს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას თბილისში

ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული განკარგულების საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებით გავრცელდა. მასში ვკითხულობთ, რომ დასანქცირებული პირის "მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის ამერიკის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება ანუ გაიყინება". დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც. გადაწყვეტილებასთან ერთად გავრცელდა ენტონი ბლინკენის განმარტებაც, სადაც წერია, რომ "ამერიკა მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" ქმედებებს და ხელისუფლების ლიდერების პასუხისმგებლობის დაყენებას აპირებს.

შტატების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პირველი განცხადება სწორედ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის არაფორმალურად აქამდეც სანქცირებული იყო. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" გენერალური მდივანიც.

"მნიშვნელოვანი, თუმცა არც ისე მკაცრი" - ასე აფასებენ ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები სანქციების გაფართოებას ელოდებიან და ამბობენ, რომ ამისთვის ისევ იმუშავებენ.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე აშშ-ის ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს ვერც "კრედიტ სუისთან" დავაში მოგებულ თანხას. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დროში ეს საეჭვოდ ემთხვევა სასამართლოს მიერ ივანიშვილის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას. "ქართული ოცნების" შეფასებით, შტატების ეს ნაბიჯი მინიმუმ არაობიექტურია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ჩქარობს, კონკრეტული გადაწყვეტილებები ხელისუფლების ოფიციალურად გადაბარებამდე მიიღოს.

 

დღის ამბები