01 იანვარი 2025,   11:18
ვრცლად
"იმედი მაქვს, ისეთივე პატრიოტიზმით განახორციელებს თავის საქმიანობას პრეზიდენტის რანგში, როგორც ამას საქართველოს პარლამენტში აკეთებდა" - მაკა ბოჭორიშვილი

მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად ინაუგურაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიულოცა.

მისი თქმით, იმედს იტოვებს, რომ ყაველაშვილი ისეთივე პატრიოტიზმით გააგრძელებს მოღვაწეობას ახალ რანგში, როგორც ამას საქართველოს პარლამენტში ყოფნის დროს აკეთებდა.

"მივულოცავ ახალ პრეზიდენტს და ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას ამ პოზიციაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. იმედი მაქვს, რომ ის ისეთივე პატრიოტიზმით განახორციელებს თავის საქმიანობას პრეზიდენტის რანგში, როგორც აკეთებდა ამას საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები