01 იანვარი 2025,   11:18
ვრცლად
"აშშ-მა რა სანქციებიც დაუწესა, მარტო "კრედიტ სუისს" კი არ ეხება, ეს ქართულ ბანკებსაც ეხება" - გია ჯაფარიძე სანქციებზე

პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გია ჯაფარიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები ეხება არა მხოლოდ "კრედიტ სუისს", არამედ ქართულ ბანკებსაც.

მისი თქმით, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს კიდევ დაუტოვა სივრცე, "ანტიქართულად" არ მოიქცეს.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რა სანქციებიც დაუწესა, მარტო "კრედიტ სუისს" კი არ ეხება, ეს ქართულ ბანკებსაც ეხება. ქართული ბანკებიც თუ სხვანაირად მოიქცევიან, ქართულ ბანკებსაც მოუწევთ გასცენ პასუხი. მას კიდევ დაუტოვეს სივრცე იმისთვის, რომ მოქცეულიყო როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და არ მოქცეულიყო ანტიქართულად", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

დღის ამბები