საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სოზარ საუბრის განცხადებით, "კრედიტ სუისს" საქმის უკან თავიდანვე პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილებები იდგა.
მისი თქმით, როგორც კი ყველა სამართლებრივი დავა ამოიწურა, საქმეში ჩაერთო აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია და მათ ბიძინა ივანიშვილის აქტივებს სანქციები დაადეს.
"რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე აბსოლუტურად ტყუილი იყო, თავიდანვე ყველამ ვიცოდით, რომ ამის უკან იდგა პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ეს ჩანდა ყველა განცხადებაში, რომელიც საჯაროდ კეთდებოდა. ეს იყო ძალიან კარგად დასაბუთებული ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებებშიც. დღეს, ეს უკვე მკაფიოდ გამოჩნდა. როგორც კი ამოიწურა ყველა სამართლებრივი დავა, მაშინვე საქმეში ჩაერთო აწ უკვე მიმავალი ადმინისტრაცია აშშ-ის და მათ დაადეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის აქტივებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.