01 იანვარი 2025,   12:41
ვრცლად
"მისი სახით, გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე" - გიორგი კახიანი

"დარწმუნებული ვარ, მისი სახით, გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ფიცის დასრულების შემდგე, ყაველაშვილი უფლებამოსილია, შეუდგეს საქმიანობას.

"მივულოცავ მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაციის დღეს. იმ მომენტიდან, როდესაც მან დაამთავრა ფიცის დადება, იგი არის უფლებამოსილი პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, მისი სახით, გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. მინდა, წარმატება ვუსურვო მას ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაში", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები